00:01 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-17 13:33:23, 1386 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: ვიდრე ხელისუფლება რუსეთის მხარდამჭერი ფილმების გადაღებითაა დაკავებული, ოკუპანტი მორიგ სოფელს გვიღობავს

 „დღეს გუგუტიანთკარში უნდა იდგეს ყველა, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, ფუნდამენტური ეროვნული ინტერესია, დავდგეთ ერთად, რათა გავაჩეროთ ოკუპაცია, დავეხმაროთ ადგილობრივებს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარში განაცხადა.

ბაქრაძე ადგილზე მყოფ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

„ოკუპაცია გრძელდება. სანამ ხელისუფლება დაკავებულია ქვეყნის შიგნით დამნაშავეების ძებნით ადა რუსეთის მხარდამჭერი ფილმების გადაღებით, ვხედავთ, რომ რუსეთი მორიგ სოფელს გვიღობავს და მიაქვს უფრო მეტი ქართული მიწა. აუცილებელია, შეწყდეს დამაზიანებელი შიდა დისკუსია და მთელი ჩვენი რესურსი მოვახმაროთ ოკუპაციის შეჩერებას. დღეს გუგუტიანთკარში უნდა იდგეს ყველა – ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, რადგან ჩვენი ფუნდამენტური ეროვნული ინტერესია, დავდგეთ ერთად, რათა გავაჩეროთ ოკუპაცია, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში. „ევროპულ საქართველოს“ აქვს მნიშვნელოვანი საგარეო კონტაქტები, რომ ჩვენი პარტნიორების მეშვეობით, დიპლომატიური და პოლიტიკური ზეწოლით ჩვენი წვლილი შევიტანოთ რუსული ოკუპაციის შეჩერებაში“, – განაცხადა ბაქრაძემ.

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics