|
2019-08-16 17:29:31, 1506 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: პარლამენტში წარვადგენთ განახლებულ პროგრამას, გუნდის დაკომპლექტებაც მასზე იქნება დამოკიდებული
მე ვიყავი, ვარ და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი; რაც შეეხება ცვლილებებს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ეს არის ცოცხალი პროცესი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების მიერ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავრობა პარლამენტში წარადგენს განახლებულ პროგრამას და გუნდის დაკომპლექტებაც მასზე იქნება დამოკიდებული. „ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ განახლებულ პროგრამას, შესაბამისად, გუნდის დაკომპლექტებაც ამ პროგრამაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ვართ ორიენტირებული შედეგებზე. ის პროგრამა, რომელიც შარშან წარვადგინეთ და წარვადგენთ 2020-ის არჩევნებისთვის, არის განმსაზღვრელი. შესაბამისად, ნებისმიერი პოზიცია დაკომპლექტდება სწორედ ამ პროგრამის შესაბამისად", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)