18:55 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-09 13:22:54, 591 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი მზადაა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით პარლამენტში დისკუსია გამართოს

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მზადაა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით პარლამენტში დისკუსია გამართოს.

ამის შესახებ ხიდაშელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მე არ მინაჩნია, რომ ეს არის დისკრიმინაციული, არსებობს სუბიექტური გარემოებები, არსებობს გადავადების პირობა. არსებობს ვალდებულებები, რაც ადამიანებს უჩნდებათ. 2000 ლარი არ არის ის თანხა, სადაც შეგვიძლია სოციალურ დისკრიმინაციაზე ვისაუბროთ, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ყველა ქვეყანაში არსებობს. ცალ ცალკე აღებული, 2000 ლარი იქნება თუ რამე სხვა კომპომენტი, მნიშვნელოვანი და საინტერესოა, თუმცა არ ემსახურება პრობლემის მოგვარებას. საჭიროა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, ცვლილებები ფუნდამენტურ განხილვებს საჭიროებს, ამიტომ მზად ვარ პარლამენტში დისკუსია გავაგრძელოთ. საჭიროა კონსენსუსი, როგორი ჯარი გვინდა რომ გვყავდეს",- განაცხადა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების ინიციატივა დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ წამოაყენა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics