22:53 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-09 19:05:55, 1676 ნახვა

პოლიტიკა
მარია ზახაროვა: ბორდერიზაციას არა რუსული, არამედ სამხრეთ ოსური მხარე ახორციელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ე.წ. ბორდერიზაციას არა რუსული, არამედ „სამხრეთ ოსური მხარე“ ახორციელებს.

ზახაროვა ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ე.წ. საზღვარზე სამუშაოებს ოსებთან ერთად რუსი სამხედროებიც ახორციელებენ, მითს და ხელოვნურ აჟიოტაჟს უწოდებს. 

„რუსი მესაზღვრეები, რომლებიც იმყოფებიან საზღვარზე, რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, არავითარ სამუშაოებს ამ ორ ქვეყანის საზღვარზე არ აწარმოებენ.

საზღვრის გაუმჯობესების ღონისძიებები სამხრეთ ოსეთის მხარის მიერ გეგმიურად ხორციელდება. ამის მიზანია ორი მოსაზღვრე სახელმწიფოს მოსახლეობის უსაფრთხო და უკონფლიქტო ცხოვრებისთვის პირობების შექმნა. ასეთი ნაბიჯები საზღვრის შემთხვევით დარღვევის ჯერ კიდევ საკმაოდ ხშირი ინციდენტების აღმოფხვრის საშუალებას იძლევა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics