18:56 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-08 19:16:19, 541 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა „სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.

დეპუტატებმა კანონის პროექტის დამტკიცებას 78 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.

მთვრობის საკანონმდებლო ინიციატივა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფასა და საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნას ითვალისწინებს.

კერძოდ, შსს-ში დარჩება ყველა პოლიციური დანაყოფი, ხოლო უშიშროება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მთავრობას პრემიერი წარუდგენს, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში კი, პარლამენტი განიხილავს და უმრავლესობით 6 წლის ვადით დაამტკიცებს.

იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი პარლამენტის მიერ დამტკიცებულ პროექტს ხელს მოაწერს,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველი აგვისტოდან შეიქმნება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics