|
2019-08-08 18:47:19, 1187 ნახვა
პოლიტიკა
ვაშინგტონში საქართველოს საელჩომ 2008 წლის ომის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა
აშშ-ში საქართველოს საელჩომ, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მსხვერპლთა ხსოვნის საღამოს უმასპინძლა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აშშ-ში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ. ელჩმა რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და 2008 წლის ომის შედეგებზე ისაუბრა. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს თანმიმდევრული ძალისხმევის შედეგად აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პერიოდში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მიღწეულ უპრეცენდენტო მზარდაჭერას, რაც გამოიხატება მთელი რიგი საკანონმდებლო აქტების დამტკიცებით, რომელთა შორის აშშ-ის მხრიდან თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე მხარდაჭერის აყვანის გამოხატულებაა რუსეთის მიერ საქართველოს ინტერვენციის 10 წლის თავზე კონგრესში ერთხმად დამტკიცებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი". ელჩმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერას. საღამოზე მოწვეულ სტუმრებს, ასევე, სიტყვით მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტმა, რომელმაც კიდევ ერთხელ დააფიქისრა აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა. საელჩოში გამართულ ხსოვნის საღამოზე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ტატო ოქრუაშვილისა და ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვრის თედო რეხვიაშვილის ინიციატივით განხორციელებული პროექტის - „მხატვრები მშვიდობისთვის" ფარგლებში, აშშ-ში მოღვაწე სხვადასხვა ეროვნების მხატვრებმა აგვისტოს ომის თემაზე ფერწერული ნამუშევრები წარმოადგინეს.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)