|
2019-07-30 15:03:59, 1384 ნახვა
ეკონომიკა
„1 ლარი და 1 თეთრი“ - „საქართველოს ფოსტისა“ და „ჯორჯიან ეარვეისის“ კამპანია ქართველი მეწარმეებისთვის
„საქართველოს ფოსტა“ და „ჯორჯიან ეარვეისი“ საქართველოში ავიაგადაზიდვების ბიზნესის განვითარების და ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, მეწარმე სუბიექტებს სთავაზობენ კამპანიას - „1 ლარი და 1 თეთრი“, რომლის ფარგლებში კომპანიებს საშუალება მიეცემათ საქართველოში წარმოებული პროდუქცია პირდაპირ გაიტანონ მსოფლიოს 17 ქვეყნის მიმართულებით. ქართული ბიზნესის წახალისების მიზნით, ორი ეროვნული კომპანია თანხმდება ხელი შეუწყოს ქართული წარმოების იმპორტს. პროექტის „1 ლარი და 1 თეთრი“ ფარგლებში შემუშავებული იქნა სპეციალური საექსპორტო სატარიფო შეთავაზება, რომლის მეშვეობითაც კერძო სექტორის წარმომადგენლები შეძლებენ 1კგ. ტვირთის 1 ლარად და 1 თეთრათ გაგზავნას. აღნიშნული ტარიფი მოიცავს სატერმინალო მომსახურების და ავიაგადაზიდვის საფასურს. „საქართველოს ფოსტის“ ტერმინალი მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე. ტერმინალის საბაჟო სასაწყობე ობიექტები აღჭურვილია საჰაერო ხომალდის სახმელეთო-სატვირთო მომსახურებისთვის აუცილებელი თანამედროვე ტექნიკით. ტერმინალის 24 საათიანი სამუშაო რეჟიმი, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები და აეროდრომზე დამოუკიდებელი გასასვლელი უზრუნველყოფს საჰაერო ტვირთების ეფექტურ და ხარისხიან მომსახურებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კომპანიაში დასაქმებული არიან მაღალი კვალიფიკაციის სერტიფიცირებული სპეციალისტები. 2018 წელს „საქართველოს ფოსტის“ ტერმინალმა უზრუნველყო 2,5 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის ექსპორტი. „აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ჩვენი მიზანია გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა დავეხმაროთ ეროვნულ წარმოებას ახალი ბაზრების აღმოჩენაში და ქართული პროდუქტის ექსპორტს ახალი მიმართულებებით. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების გაფართოებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“ - განაცხადა „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.
„ჯორჯიან ეირვეისი“ კიდევ არაერთხელ შესთავაზებს ქართულ კომპანიებს ქართული პროდუქციის წარმოების მხარდაჭერას, არამარტო საჰაერო გადაზიდვების, არამედ ბიზნესის განვითარების კუთხითაც. „ჯორჯიან ეირვეისი“ როგორც ხიდი, აკავშირებს და მომავალშიც დააკავშირებს ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესის საერთაშორისო მომხმარებელთან” - განაცხადა ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” გენერალური დირექტორი, რომან ბოკერიამ.
(R)
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ არის ქართული კომპანია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე საშუალო დიაპაზონის თვითმფრინავებით, როგორებიცაა: Boeing 737, Embraer და CRJ. ავიაკომპანიის საქმიანობა ფოკუსირებულია მგზავრების და ტვირთის უსაფრთხო და საიმედო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე და მაღალი დონის მომსახურებაზე. „ჯორჯიან ეარვეისი“ ყოველდღიურად საშუალოდ ანხორციელებს 10 რეისს და 7 500 ტონა ტვირთის გადაზიდვას, ხოლო თვის ჭრილში ახდენს 225 000 ტონა ტვირთის ექსპორტს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)