|
2019-07-27 18:14:32, 2278 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - არაკეთილმოსურნეების მცდელობის მიუხედავად, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონში მიმდინარე მსხვილი საინვესტიციო პროექტები დაათვალიერა. შპს „ეიერ-მერიდიანსი" ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ აშენებს მრავალფუნქციურ კომპლექსს. ინვესტიციის მოცულობა - 40 მლნ. აშშ დოლარია. დასაქმდება 600 ადამიანი. კომპლექსში განთავსდება 600 აპარტამენტი, 230 ნომრიანი სასტუმრო საერთაშორისო ბრენდის ოპერირებით, 13 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სარეკრეაციო ზონა და ავტოსადგომი მოეწყობა. 120 000 მლნ. ლარის ინვესტიციას ახორციელებს შპს ლაიქ ჰაუსი გმირთა ხეივანში, UEFA-ს IV კატეგორიის სტადიონთან ახლოს. აპარტ-ოტელის ტიპის საცხოვრებელ და სასტუმრო კომპლექსში, განთავსებული იქნება, "Holiday Inn" - ის ბრენდის 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო - და პრემიუმ კლასის აპარტამენტები. დასაქმდება 500 ადამიანი. 2022 წლის 19 ივნისს ექსპულატაციაში უნდა შევიდეს შპს "ალიანს ფრივილიჯი"-ს მრავალფუნქციური კომპლექსი რუსთაველის ქუჩაზე. ინვესტიციის მოცულობა - 80 მლნ. აშშ დოლარია. კომპლექსში განთავსდება 160 ნომრიანი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო მერიოტი და პრემიუმ-კლასის აპარტამენტები. ამჟამად დასაქმებულია 150 ადამიანი, ექსპლუტაციაში მიღების შემდეგ მუდმივად დასაქმდება 500 ადამიანი. ამ ობიექტების ჯამური ღირებულება არის 150 მილიონ დოლარზე მეტი, დასაქმდება 1600 ადამიანი. "ბათუმმა ივნისის დასაწყისში მიიღო ძალიან პრესტიჟული ტურისტული ჯილდო, ივნისში ტურისტულმა ნაკადმა მოიმატა 38%-ით და სწორედ, ამ წარმატებების ფონზე, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონის ეკონომიკის განვითარებაზე პრაქტიკულად შტურმი მიიტანეს ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, გვაქვს შესაბამისი გეგმა ცენტრალურ მთავრობასთან ერთად", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
(NS)
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)