20:55 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 10:45:09, 2774 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე: ოქრუაშვილის დაკავებაში პოლიტიკური სარჩულის ძებნა იაფფასიანი სპეკულაციაა

ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი მუდმივად ცდილობს, რომ გააჩინოს კითხვის ნიშნები ყველაფრის გარშემო,  ეს არის ძალიან იაფფასიანი სპეკულაცია - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოპოზიციის ნაწილის ბრალდებას, რომელიც  ყოფილი თავდაცვის მინისტრის,  ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს.

ბახტაძემ აღნიშნა, რომ გამოძიების მიმდინარეობის გამო,  შეფასებებისგან თავს იკავებს.

"ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი მუდმივად ცდილობს, რომ გააჩინოს კითხვის ნიშნები ყველაფრის გარშემო, აქედან გამომდინარე ეს არის რა თქმა უნდა ძალიან იაფფასიანი სპეკულაცია. მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი. აქედან გამომდინარე, მე თავს შევიკავებ ამ ტიპის შინაარსობრივი შეფასებისგან, მაგრამ ფაქტი არის შემდეგი, რომ საქართველოში არსებობს სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულება და ნდობის ხარისხი არის ძალიან მაღალი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics