20:52 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-25 12:45:06, 1626 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი: ანაკლიის პორტი ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის იმუნიტეტის მიმნიჭებელი ვერ გახდება

 „ანაკლიის პორტი არის სახელმწიფოს დაკვეთა, რომ საქართველოში აშენდეს ღრმაწყლოვანი პორტი“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებაზე საუბრისას განაცხადა.

ჩუგოშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც ანაკლიის პორტია, საფრთხის ქვეშ დადგეს.

„ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია და არა რომელიმე კონკრეტული გვარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი. დანაშაული თუ დაადგინა პროკურატურამ და ეს დაადგინა მაღალი სტანდარტით და არ დარჩა არანაირი ეჭვი, ვერანაირი საქმიანობა კონკრეტული პირის ვერ გახდება იმუნიტეტის მიმნიჭებელი ვერავისთვის“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics