20:03 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-22 16:23:41, 2093 ნახვა

პოლიტიკა
ლევან კობერიძე დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს პარლამენტში ღია ფორმატს სთავაზობს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანადამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრას სთავაზობს.

 როგორც  კობერიძე facebok-ის საკუთარ გვერდზე წერს, აღნიშნული საკითხი უკვე გასცდა კერძო საკუთრების კუთვნილების თემას და ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით.

„რუსთავი 2“- ის საკუთრების დავის თემაზე დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს, ჩემს რამდენიმე კოლეგა პარლამენართან ერთად, ვთავაზობ პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრის და მსჯელობის გამართვას მედიისა და დაინტერესებული პირების დასწრებით.  ეს თემა დიდი ხანია გასცდა მხოლოდ კერძო საკუთრების კუთვნილების საკითხს და იმავდროულად ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი არ გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ამიტომ ამ ორი ადამიანის, (რომლებიც საკუთრების უფლებისათვის ძალიან დიდი ხანია იბრძვიან ) საზოგადოების ინტერესების გამომხატველ სივრცეში - პარლამენტში მოწვევას და მოსმენას აუცილებელად მივიჩნევთ

დაველოდებით მათ მოსაზრებას მსგავსი ტიპის შეხვედრის შესახებ და პირველადი ინტერესის გამოხატვის შემთხვევაში ოფიციალურად გავუგზავნით მოწვევას“, - წერს ლევან კობერიძე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics