|
2019-07-19 17:14:21, 2888 ნახვა
კომენტარი
მე-9 არხის ყოფილი გენდირექტორი R2-ს: არ წახვიდეთ ტელევიზიიდან, იძულებული გახადეთ, რომ გაგყაროთ
მეცხრე არხის ყოფილი გენერალური დირექტორი ლუბა ელიაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო განვიტარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც ელიაშვილმა "კურიერთან" ინტერვიუში განაცხადა, როდესაც ტელევიზიას აქვს მაღალი რეიტინგი და მფლობელი მაინც მის გენერალურ დირექტორს ცვლის, მას პოლიტიკური მიზნები აქვს. ელიაშვილის შეფასებით, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელიც საჯარო რეესტრმა "რუსთავი 2"-ის ახალ მფლობელად დაარეგისტრირა, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული. "ნიკა გვარამიამ შესანიშნავი წარმატებული მედია შექმნა. ქიბარ ხალვაში არის სრულიად დამოკიდებული იმ ადამიანზე, ვისაც ღიად გამოუთქვამს სურვილი „რუსთავი 2-ის“ დახურვის და ეს გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. მოვა დრო, როდესაც ეს სტაფი, რომელიც დღეს აქ არის და ნიკა გვარამია, დასჭირდება ქიბარ ხალვაშს იმისთვის, რომ თავი შეინარჩუნოს და დაიცვას იმ ადამიანისგან, ვისზეც ჰგონია, რომ დღეს თუ საქმეს აკეთებს სამუდამოდ დაიმეგობრებს. ბიძინა ყველა თავის მეგობარს ბოლოს ემტერება", - განაცხადა ჟურნალისტმა. ელიაშვილი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებმა არ უნდა დატოვონ ტელეკომპანია და ისევე კრიტიკული სიუჟეტების მომზადება გააგრძელონ. „არ დატოვოთ და არ წახვიდეთ ტელევიზიიდან, იძულებული გახადეთ, რომ გაგყაროთ. აკეთეთ თქვენი საქმე პატიოსნად, როგორც კი ხელს შეგიშლიან, ხმამაღლა თქვით ეს ყველაფერი, გახადეთ იძულებული, როგორც ნიკასთან მოუწიათ, ისე გაგაგდონ თქვენ, ამით მხოლოდ სახელს მოიხვეჭთ თქვენ“, - აღნიშნა ლუბა ელიაშვილმა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)