18:58 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-17 15:08:26, 1284 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს.

როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაა და მას იმედი აქვს, რომ თორნიკე რიჟვაძე დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებით გაართმევს.

„დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პარტიული შეხვედრა აჭარაში, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, თავმჯდომარის კანდიდატურად კი თორნიკე რიჟვაძე იქნა წარდგენილი. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას. საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაა და დარწმუნებული ვარ, თანაპარტიელებთან ერთად, ის წარმატებული იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ხალხთან, საზოგადოებასთან კომუნიკაცია, იმ პროექტებზე საუბარი, რომელიც როგორც ბათუმში, ისე მაღალმთიან აჭარაში ხორციელდება. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ მნიშვნელოვანია, მოსახლეობასთან ურთიერთობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაცია აჭარაში პირველად შეიქმნა.

სამუშაო შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. ორგანიზაციის პრეზენტაციას, ასევე, ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics