20:54 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-06 12:54:09, 907 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკი“ მომხმარებელს სადეპოზიტო სერტიფიკატებს სთავაზობს

სადეპოზიტო სერტიფიკატი დანაზოგის განთავსების და  ანაბრებს შორის  ყველაზე მაღალი სარგებლის მიღების საუკეთესო საშუალებაა.

საბანკო ანაბრისგან განსხვავებით, სადეპოზიტო სერტიფიკატის მფლობელს უფლება აქვს გაასხვისოს ის ვადის ამოწურვამდე  ნებისმიერ დროს.

„ვითიბი ბანკი“, მომხმარებელს ორი სახის სადეპოზიტო სერტფიკატს სთავაზობს: დისკონტური და საპროცენტო.

დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატი იყიდება დისკონტით, ანუ სერტიფიკატის ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ სერტიფიკატის მფლობელი იღებს მის ნომინალურ ღირებულებას.

დისკონტური სერტიფიკატის ყიდვის მინიმალური ღირებულება შეადგენს 10 000 ლარს, დოლარს ან ევროს; მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი :10,80%;  ვადა: 3-დან 60 თვემდე.

საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენა ხორციელდება ნომინალური ღირებულებით. ხოლო, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა და გადახდა ხდება ყოველთვიურად.

საპროცენტო სერტიფიკატის ყიდვის მინიმალური ღირებულება შეადგენს 10 000 ლარს, დოლარს ან ევროს; მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი: 10,65%;  ვადა:  3-დან 60 თვემდე.

სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენა შესაძლებელია ვითიბი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.

 

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics