18:58 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-16 14:33:45, 1992 ნახვა

პოლიტიკა
„დიდი პოლიტიკოსის გადაწყვეტილებაა“ – „პატრიოტთა ალიანსმა“ რუსეთში შეხვედრები გამართა და პუტინი შეაქო

“პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატებმა რუსეთში, სახელმწიფო დუმის წევრებთან შეხვედრები გამართეს, - ამის შესახებ რუსული მედია წერს. 

შეხვერაზე მთავარი განსახილველი საკითხები 20 ივნისის მოვლენები და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები იყო. 

როგორც ერთ-ერთ შეხვედრაზე ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ აღნიშნა, 20 ივნისის მოვლენები "დესტრუქციული ძალების მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო". მისივე თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგი უნდა გაგრძელდეს და მას ალტერნატივა არ აქვს. 

გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის წევრი რუსეთის პრეზიდენტის ვლაიმერ პუტინის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც კრემლის ლიდერმა საქართველოსთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე უარი თქვა. ლომიას შეფასებით, "ეს დიდი პოლიტიკოსის გადაწყვეტილებაა". ამასთან, ლომიას თქმით, "პატრიოტთა ალიანსის" რუსეთში ვიზიტს ნეგატურად შეაფასებბენ საქართველოში, "თუ ეს კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა". 

"სავიზო რეჟიმი უნდა შემსუქებულიყო, რაც საქართველოსთვის დიდი მიღწევა იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ამის შესახებ წინასწარ გაიგეს. სწორედ ამიტომ, ახლა ჩვენ არ ვაჟღერებთ იმ საკითხებს, რაზეც ვსაუბრობდით და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მივიღეთ. რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთთან შესაძლოა სავიზო რეჟიმი შესუსტდეს, მივიღეთ ის არეულობა, რაც მოხდა და გრძელდება 20 ივნისის შემდეგაც", - აღნიშნა ლომიამ.

ლომიას პროვოკაციების მოწყობაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დაადანაშაულა. 

"რაც შეეხება მომხდარ პროვოკაციებს, საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის, სერგეი გავრილოვის წინააღმდგ მოქმედებებს და ასევე რუსთავი 2-ის ჟურნალისტის ამაზრზენ გამოსვლას, ვთვლით, რომ ეს ყველაფერი უკიდურესად სახიფათო პროვოკაციაა, რომელიც დაგეგმა სააკაშვილის პარტიამ. ჩვენმა ხელისუფლებამ კი ეს დაუშვა. მათი მიზანია იმ პოზიტიური პროცესების ჩაშლა, რომელიც საქართველო-რუსეთის შორის მიმდინარეობს", - განაცხადა ქართველმა დეპუტატმა. 

დელეგაციის კიდევ ერთი წევრიას ადა მარშანიას ინფორმაციით, მათ რუს კოლეგებს სთხოვეს აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის დალაგებაში დახმარება. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics