01:05 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-12 13:52:54, 2996 ნახვა

კომენტარი
რუდი: მოვუწოდებთ რუსეთს, საქართველოში ორმხრივი ფრენები აღადგინოს

ამერიკის შეერტებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი აცხადებს, რომ 20-21 ივნისის ღამეს მომხდარი მოვლენები გამოძიებას საჭიროებს. 

ამასთან, რუდის თქმით, აქციის დარბევის დროს ის საქართველოში არ იმყოფებოდა, შესაბამისად მისთვის უცნობია, რომელი ქვეყნის ელჩები იმყოფებოდნენ  პარლამენტის შენობაში შს მინისტრ გიორგი გახარიასტან ერთად. 

კითხვაზე - რა პოზიცია აქვს ამერიკას რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებსა და პუტინის განცხადებაზე საქართველოს შესახებ, რუდმა ასე უპასუხა: 

„ამერიკა შეშფოთებული აკვირდება იმ არაპროპორციულ ზომებს, რომლებიც განხილული იყო რუსული მთავრობის, დუმას წევრების მიერ და, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში დაწესებულიც იყო საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. თუმცა, ახლა, როდესაც ორივემ, როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ლიდერებმა გამოხატეს მზადყოფნა სტაბილური ორმხრივი ურთიერთობისთვის, მოვუწოდებთ რუსეთს, რომ აღადგინოს ორმხრივი ფრენები საქართველოში. აქ გულითადად ხვდებიან ტურისტებს მთელი მსოფლიოდან და მათთვის უსაფრთხო გარემოა შექმნილი. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვიცით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილები საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics