17:18 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-12 12:07:01, 1362 ნახვა

პოლიტიკა
იმყოფებოდნენ თუ არა ელჩები დარბევის ღამეს პარლამენტში, საგარეო უწყება განმარტებას აკეთებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი შს მინისტრის,  გიორგი გახარიას განცხადებას, რომ  20 ივნისის ღამეს პარლამენტში ელჩებთან ერთად იმყოფებოდა, ეხმაურება.

 როგორც კონსტანტინიდმა განმარტა, საგარეო სამინისტრო დიპლომატიურ კორპუსთან ინტენსიურ კომუნიკაციაში იყო, თუმცა მათი ფიზიკური მობილიზაცია არ გაუკეთებია.

მისივე თქმით, დიპლომატიურმა კორპუსმა თავად გამოხატა ინტერესი და პარლამენტში მივიდა.

„ამ პროცესში ინტენსიური კომუნიკაცია იყო ელჩებთან, დიპლომატიურ კორპუსთან. ჩვენი უწყების, ისევე როგორც სხვა უწყებების. მაგრამ თუ თქვენ გულისხმობთ ფიზიკურ კომუნიკაციას, ფიზიკურ მობილიზაციას, ფიზიკური მობილიზაცია არ ყოფილა იმიტომ, რომ ამისი აუცილებლობა არ ყოფილა. ჩვენი მხრიდან რომ ჩვენ მოგვეწვია ეს ადამიანები ასეთი რაღაც არ ყოფილა, მაგრამ თვითონ თავისი ინტერესი გამოხატეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ისინი იმყოფებოდნენ პარლამენტში. მათთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა ჩვენს უწყებასაც და სხვა სახელმწიფო უწყებებსაც. მათ შორის ეთერიდანც ჩანდა, რომ იქ იყო გერმანიის ელჩი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ფიზიკურ მობილიზაციაზე საუბარი არ არის მაგრამ კომუნიკაცია დიპლომატიურ კორპუსთან მთლიანად ჰქონდა უწყებას. ვერ დაგიდასტურებთ ზუსტად ახლა რომელიც ელჩი იმყოფებოდა მაგრამ დიპკორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ“, - განაცხადა კონსტანტინიდმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics