|
2019-07-11 22:05:48, 1499 ნახვა
პოლიტიკა
მსოფლიო ბანკი საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისკენ მიმართულ ძალისხმევას მხარს დაუჭერს
განათლების მასშტაბურ რეფორმასა და ქვეყანაში ინოვაციების განვითარების ხელშესაწყობად გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც საქართველოში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მთავრობის მეთაურმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა განათლების სფეროში დაგეგმილ მაშსტაბურ რეფორმაზე, რომლის თანახმად აღნიშნული სექტორის დაფინანსებაზე ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის 6% მიიმართება, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედია. ყურადღება გამახვილდა ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე. სებასტიან მოლინეუსმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას მხარს დაუჭერს, რათა ქვეყანა ამ კუთხით რეგიონის ლიდერი გახდეს. შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა ინოვაციების განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობას და დადებითად შეფასდა ის რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ახორციელებს.
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)