|
2019-07-11 11:13:36, 1034 ნახვა
პოლიტიკა
რიჟვაძე: ვმასპინძლობთ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ნათელი დემონსტრირება
ბათუმში ევროპის საბჭოს პრეზიდენტი იმყოფება. დონალდ ტუსკს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ. „ვმასპინძლობთ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას. ბათუმის აეროპორტში მივიღეთ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ბატონი დონალდ ტუსკი. ღონისძიების ფარგლებში, ბათუმს სტუმრობს რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ კონფერენციის მნიშვნელობას. ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ურყევი არჩევანი, ევროპული მისწრაფებების კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირება" – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 11-12 ივლისს ბათუმი უპრეცედენტოდ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას „ღირებული პარტნიორობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები" მასპინძლობს, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლისთავს ეძღვნება.
(NS)
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)