|
2019-07-11 11:05:11, 1183 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი: საქართველოს საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა
ჩვენ გვაქვს ხედვა, როგორ უნდა მოვამზადოთ ფუნქციურად ქვეყანა საბოლოო მიზნისთვის, საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა" დაწყებამდე განაცხადა. ზალკალიანი აღნიშნავს, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის ლიდერ ქვეყანადაა აღიარებული. „საქართველო, რომელიც ყველას მხრიდან აღიარებულია, როგორც ლიდერი ქვეყანა, როგორც წამყვანი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, ენერგოთანამეგობრობაში გაერთიანება, სხვადასხვა ფორმატის დაფუძნება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის იქნა შემოღებული, უსაფრთხოების დიალოგი, სწორედ ეს არის ის მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, მაგრამ ასევე ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე. ჩვენ გვაქვს ხედვა, საითკენ უნდა წავიდეთ, როგორ უნდა მოვამზადოთ ფუნქციურად ქვეყანა საბოლოო მიზნისთვის, საბოლოო მიზანი არის მკაფიოდ გაცხადებული - ეს არის ევროკავშირის წევრობა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)