|
2019-07-04 14:55:56, 1315 ნახვა
პოლიტიკა
ქანთარია: „დაგუგლეთ“ მიტინგების დაშლა ევროპაში და ნახავთ, როგორ ფართხალებს სისხლიანი ხალხი
„დაგუგლეთ“ მიტინგების დაშლა ევროპასა და ამერიკაში და ნახავთ, როგორ ფართხალებს სისხლიანი ხალხი და როგორ ათრევენ მათ“, - ამის შესახებ საპარალმენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დეპუტატის შეფასებით, აქციის დაშლა ბალეტი არადროს არის. ამასთან, მისივე განცხადებით, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა ფარსი და უკუღმართობის მცდელობაა. ახალგაზრდებს მინდა ვურჩიო, რომ ნუ გახდებიან თავიანთი ჩაციების მძევლები იმიტომ, რომ, მართლაც, ეპოქალური გადაწყვეტილება მივიღეთ, ვგულისხმობ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას. წესით, თუ ვინმე არ აქეზებთ მათ, ცოტა გონივრული იქნებოდა ამით დაკმაყოფილება. რაც შეეხება, ბრძანების გაცემას, ლოგიკას თუ გავყვებით, შინაგან საქმეთა მინისტრი არის ამ ყველაფრის ხელმძღვანელი. ბუნებრივია, რომ მისი ბრძანებით იყო დაწყებული ის, რომ წინ არც ერთი ნაბიჯი არ გადაედგა არავის. მინისტრი ბრძანებას ვერ გასცემდა მარჯვნივ ესროლათ, მარცხნივ, ზემოთ თუ პირისპირ. გახარია ბავშობიდან პოლიციელი ხომ არ არის. ალოგიკურია, რომ მინისტრს გაეცა ბრძანება „ამას აქ ესროლეთ“, „იმას – იქ“, ვის – ზევით და ვის – ფეხებში. ზემოთ ესროლეთ, მარჯვნივ თუ მარცხნივ, ამას მინისტრი ვერ იტყოდა. ვერც იმას იტყოდა, „ამას“ არ დაუმიზნოთ და „იმას“ დაუმიზნეთო. მთავარია, შევინარჩუნეთ სტაბილურობა, რასაც ვერ დავთმობთ. „დაგუგლეთ“ მიტინგების დაშლა ევროპასა და ამერიკაში და ნახავთ, როგორ ფართხალებს სისხლიანი ხალხი და როგორ ათრევენ მათ. ბალეტი მიტინგის დაშლა არასდროს არ არის. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ გახარიამ მოახერხა და დაიცვა საკანონმდებლო ორგანო შეჭრისგან და ძალიან დიდი ქაოსისგან“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)