13:32 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 16:30:41, 1436 ნახვა

პოლიტიკა
მარიამ ჯაში - მზად ვარ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, მათ შორის, თანამდებობის დატოვებისთვის

მზად ვარ ნებისმიერი გადწყვეტილებისთვის, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის დატოვებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა.

მისი განცხადებით, გუნდში ამაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა მზადაა მათ გადაწყვეტილებას დაემორჩილოს.

„უმრავლესობის შეხვედრამდეც, მე ვიყავი აბსოლუტურად მზად, რომ გამეზიარებინა ჩემი კოლეგების პოზიცია თუკი ისინი ჩავიდნენ პრინციპულად, რომ ჩემი განსხვავებული პოზიცია შეიძლება ყოფილიყო პრობლემური, მე მზად ვიყავი ნებისმიერ გადაწყვეტილებისთვის. მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის დატოვებისთვის. შეხვედრის შემდგომ, მე მოგახსენეთ შეხვედრის შედეგები, მას შემდეგ მსგავსი კომუნიკაცია არ მომხდარა და ბუნებრივია, შემდგომ შეხვედრებზე თუკი წამოიწევს ეს საკითხი, მზად ვარ განხილვისთვის. მე ისევ ვრჩები იმ პოზიციაზე, რომ ჩემი გადაწყვეტილება იყო სწორი და თუკი ეს შექმნის პრობლემას, მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ დამატებითი რაიმე უხერხულობა შევუქმნა კოლეგებს“, -  აღნიშნა მარიამ ჯაშმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონიმიკური პოლიტიკის თავმჯდომარე რომან კაკულიამ და  განათლების კომიტეტების თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ“ ნიკა მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics