|
2019-07-03 14:16:00, 1278 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე: საქართველოსა და სერბეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები აქტიურდება
„ტურიზმი და გადამამუშავებელი მრეწველობა - ეს არის ორი ძირითადი სექტორი, რაშიც თანამშრომლობის დიდ პოტენციალს ვხედავთ საქართველოსა და სერბეთს შორის - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ სასტუმრო „რედისონში" საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ერთ წელიწადში უკვე მეორე ფორუმი იმართება, მოწმობს, რომ საქართველოსა და სერბეთის ბიზნესებს შორის ურთიერთობა გააქტიურდა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. თავის გამოსვლაში გენადი არველაძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების მნიშვნელობაზე და ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც პრიორიტეტულია საქართველოს მთავრობისთვის ბიზნესის ხელშეწყობის, საერთაშორისო ვაჭრობის გაზრდისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. „დღეს თუ სერბეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ციფრებს გადავხედავთ, არ არის შთამბეჭდავი, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ასეთი ფორუმებით ხელი შეეწყობა ბიზნესებს შორის კონტაქტების დამყარებას, კონკრეტულ სექტორების იდენტიფიცირებას, სადაც შესაძლებელია, რომ ორივე ქვეყანამ, როგორც ერთობლივი საწარმოების, ასევე კონკრეტულად ცალკეული ბიზნესების დაარსების მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლოს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ როგორც საქართველოს, ისე სერბეთს აქვს სტრატეგიული მდებარეობა და ისინი სთავაზობენ საერთაშორისო ინვესტორებს ისეთ დარგებში ინვესტიციას, როგორიც არის ტურიზმი და გადამამუშავებელი მრეწველობა. საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ, სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ნემანჟ სტევანოვმა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა ელენა იოვანოვიჩმა. ფორუმის ფარგლებში გაიმართა თემატური პრეზენტაციები და ორმხრივი შეხვედრები საქართველოსა და სერბეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შორის.
(NS)
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)