17:54 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 17:25:51, 1257 ნახვა

მსოფლიო
ტუნისში დაღუპულ ბრიტანელებს დუმილით მიაგეს პატივი

ტუნისში, საკურორტო სუსის სანაპიროზე თავდასხმის შედეგად დაღუპული 30 ბრიტანელის ხსოვნის პატივსაცემად, დიდმა ბრიტანეთმა პარასკევი საერთო დუმილის დღედ გამოაცხადა.

დედოფალი ელიზაბეტ მეორე დაღუპულთა საპატივცემლოდ მეუღლესთან ერთად შოტლანდიის ქალაქ გლაზგოს ესტუმრა. ამის პარალელურად, ბრიტანეთის საელჩომ ტუნისში სამახსოვრო ცერემონია გამართა, რომლის დროსაც საელჩოს თანამშრომლებმა ტრაგედიის ადგილი ყვავილების გვირგვინით შეამკეს. აღნიშნულ ცერემონიას ტუნისის პრემიერ მინისტრი ჰაბიბ ესიდიც შეუერთდა.

გარდა ამისა, უიმბლდონზე ჩოგბურთის მატჩი რამდენიმე საათით გადაიდო, ხოლო ბუკინგემის სასახლისა და ყველა საჯარო დაწესებულების ეროვნული დროშები სანახევროდ დაეშვა. დაღუპულებს ბრიტანეთში რამდენიმე დღის შემდეგ გადაასვენებენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics