|
2019-07-02 11:29:46, 1373 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ენგურის ხიდის ცალმხრივად ჩაკეტვის საკითხსაც დავაყენებთ
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე, უკანონო ბორდერიზაციის და საოკუპაციო ხაზის მდებარე სოფლებში არსებულ რთულ ვითარებაზე გაამახვილებს ყურადღებას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა ისაუბრა. კონსტანტინიდი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების - არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის ფაქტებზე საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი კიდევ ერთხელ დაისმება. „ეს გახლავთ გამალებული მილიტარიზაცია, უკანონო ბორდერიზაცია, იქ არსებული მძიმე ჰუმანიტარული და პოლიტიკური ფონი და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება 27 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელის შედეგადაც დაკეტილია ენგურის ხიდი, რაც კიდევ უფრო ართულებს იქ არსებულ ვითარებას. კომისია აგრძელებს მუშაობას, ეს არის 48-ე რაუნდი და როგორც გითხარით, ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქეების საკითხი, კიდევ ერთხელ დაისმება“, - აცხადებს ვლადიმერ კონსტანტინიდი.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)