|
2019-07-02 11:07:46, 1274 ნახვა
პოლიტიკა
კონსტანტინიდი: საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროსაბჭოში რუსეთის მიმართ პრინციპული პოზიცია დააფიქსირა
საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროსაბჭოში რუსეთისთვის სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია ჯერ კიდევ 17 მაისს დააფიქსირა - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა. კონსტანტინიდმა ამით იმ ბრალდებებს უპასუხა, რომელიც ევროსაბჭოში რუსეთისთვის ხმის დაბრუნების უფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობას ეხება. „ქართულ მხარეს ამაზე პრინციპული პოზიცია ჰქონდა დაფიქსირებული. კერძოდ; ჯერ კიდევ 17 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა სპეციალური განცხადებით და დააფიქსირა თავისი მკაფიო პოზიცია რუსეთის დელეგაციისთვის სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით. ეს პოზიციები, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და გამოხატავს ქართული მხარის პოზიციას. უაღრესად მნიშვნელოვანია გავითავლისწინოთ ის, რომ ევროპის საბჭო და ზოგადად ეს ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა ჩვენთვის“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი. შეგახსენებთ, რომ რუსეთს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შეჩერებული ხმის მიცემის უფლება აღუდგინეს. რუსეთს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილება 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო შეუჩერდა.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)