|
2019-06-28 16:39:25, 1754 ნახვა
პოლიტიკა
„ჯობდა კობახიძე უფრო ადრე გადამდგარიყო“ - წულუკიანი 20-21 ივნისის მოვლენებს ეხმაურება
„ქვეყანაში რიგით მეორე პირი გადადგა ამისთვის, ჯობდა, უფრო ადრე, მეტსაც გეტყვით, მაგრამ გადადგა ქვეყანაში რიგით მეორე პირი“, - ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენები. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ის რაც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ შეძლო, ხელისუფლების წევრებს არ გაუკეთებიათ. „ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე იქ, სადაც იყო, არ უნდა ყოფილიყო. შეფასებას ვამბობ ძალიან რბილად. ამისთვის პასუხისმგებლობა აიღო ვინ? ქვეყანაში რიგით მეორე პირმა, ის გადადგა ამისთვის. ჯობდა უფრო ადრე, მეტსაც გეტყვით. ჩვენ ამ ქვეყანაში მრავლაჯერ გვინახავს სახელმწიფოზე თავდასხმა. ომები, გადატრიალებების მცდელობები ან შესრულებული გადატრიალებები. მე ვსვამ კითხვას - ამან რა მოუტანა ჩვენს ქვეყანას?! კარგი არაფერი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
ჰამბურგსა და ამსტერდამში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა პრაიდის მსვლელობებში
მოსკოვის ცენტრში, რესტორანში, საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ჩაიკოს, აფეთქება სცადეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)