11:32 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-28 13:02:21, 1424 ნახვა

პოლიტიკა
ქანთარია: გახარია პოლიციელებს მიზანში სროლას ვერ ასწავლის, არ უნდა გადადგეს

 „გიორგი გახარია პოლიციელებს მიზანში სროლას ვერ ასწავლის, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადადგეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ქანთარია დემონსტრანტების იმ მოთხოვნას გამოეხმაურა, რომლებიც შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

„მას პასუხისმგებლობა აქვს აღებული და იმ ტვირთსაც გრძნობს, რაც დაზარალების თვალსაზრისით მოხდა. მაქსიმალურად უნდა, რომ საქმე იმ ეტაპამდე მიიყვანოს, როცა მტყუან-მართალი გამოკვეთილი იქნება.  გიორგი გახარია პოლიციელებს მიზანში სროლას ვერ ასწავლის, თუ ისინი სხვას უმიზნებდნენ და სხვას მოხვდა. ვერ ასწავლის, რადგან მისი საქმე არ არის. ეს სხვა საქმეა და ამ თვალსაზრისით ცალკეული პირები უნდა გამოიკვეთონ, ვისაც ეს გადაცდომა მოუვიდა და რის გამოც გამოსაძიებელია“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ცენტრში, რესტორანში, საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ჩაიკოს, აფეთქება სცადეს
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics