|
2019-06-26 10:28:10, 1044 ნახვა
პოლიტიკა
კრისტიან ურსე პროპორციული სისტემის დანერგვაზე: ეს პლურალიზმისა და დემოკრატიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს
ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს ეხმაურება. როგორც ურსეს განცხადებაშია აღნიშნული, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები საქართველოს საკითხებზე ამ ცვლილებას მხარს უჭერენ. „ვაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს ყველა პარტნიორთან, საქართველოში საარჩევნო ჩარჩოს გასაუმჯობესებლად. ამასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებმა საქართველოს საკითხებზე მტკიცედ დაუჭირეს მხარი სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვას მომდევნო არჩევნებზე, რაც „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ გამოაცხადა. ამ ინიციატივის ძალაში შესასვლელად საჭიროა ყველა საპარლამენტო აქტორის ჩართულობა, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები სათანადო უმრავლესობამ მიიღოს. ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას იმისათვის, რომ გამართონ დისკუსიები და მოლაპარაკებები ყველა ტექნიკურ ასპექტზე, რაც აღნიშნულ ცვლილებებს მოჰყვება, საპარლამენტო ასამბლეისა და OSCE/ODIHR საარჩევნო სადამკვირვებლო ანგარიშების დასკვნების გათვალისწინებით. ეს საქართველოში პლურალიზმისა და დემოკრატიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)