08:16 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-23 21:26:53, 1037 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე რუსთავი ორში შეჭრის შესახებ გვარამიას გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

ქართული ოცნების ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ნიკა გვარამიას პასუხობს რუსთავი 2-ში შეჭრაზე და ამბობს, რომ არანაირი სახელისუფლებო წყარო და ასეთი ინფორმაცია არ არსებობს

"მას შემდეგ, რაც მასობრივი არეულობის და ძალადობრივი სცენარი აღიკვეთა, ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა მთავარმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მიმართა უბინძურეს პროვოკაციას, რასაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებდით პირდაპირ ეთერში. ისინი ქართულ საზოგადოებას უხმობენ არარსებული საფრთხისგან რუსთავი 2-ის დასაცავად.

პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ეს ემსახურება მიმდინარე აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას და არავითარი საფრთხე საქართველოში არცერთ მედიას, მითუმეტეს ხელისუფლების მხრიდან არ ემუქრება. შესაბამისად, ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს მიმდინარე საინფორმაციო კამპანია, რაც ახლა წამოიწყეს, ემსახურება აქციაზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას და არავითარი საფრთხე საქართველოში არც ერთ მედიას არ ემუქრება.

მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება სწორად შეაფასებს ამ სიცრუეს და დეზინფორმაციას, რაც ახლა მიმდინარეობს ეთერში და ვფიქრობ, რომ ეს არის ზუსტად გაგრძელება და ეს არის მათ მიერ მოფიქრებული გეგმა, მას შემდეგ, რაც აღიკვეთა მასობრივი არეულობის და ძალადობრივი სცენარის განვითარება, რასაც ადგილი ჰქონდა ორი დღის წინ. " -აცხადებს არჩილ თალაკვაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics