|
2019-06-21 15:53:20, 1087 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტარის მანდატს ტოვებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტარის მანდატს ტოვებს - ამის შესახებ, ქუცნაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მან ბოდიში მოუხადა დუშ და თიანელ ამომრჩევლებს, რადგან მათთან ეს გადაწყვეტილება არ შეუთანხმებია. "მე არაფრად მიღირს დეპუტატის მანდატი თუნდაც ქართული საზოგადოების გაღიზიანების სანაცვლოდ. შესაბამისად მე ვაცნობიერებ ქართული საზოგადოების გაღიზიანებას, ამიტომ გუშინ მას მოვუხადე ბოდიში. როგორც ადამიანი ვფიქრობ რომ, არ იქნება სწორი როცა პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა, ამ პროცესში ჩართული მასპინძელი პირი ზაქარია ქუცნაშვილი დარჩეს თანამდებობაზე. მე თანამდებობა არ მაქვს პარლამენტში, მაქვს დეპუტატის თავისუფალი მანდატი და ვაცხადებ, რომ ვტოვებ დეპუტატის მანდატს" - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)