|
2019-06-21 14:58:23, 5936 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე გადადგა
პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია კალაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა. მისი შეფასებით, კობახიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოების წინაშე არსებული მაღალი ანგარიშვალდებულების გამოხატულებაა. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამკვიდრებს საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ქმედებებით. ამ მაღალი სტანდარტის ანგარიშვალდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. ეს გადაწყვეტილება არის საზოგადოების წინაშე არსებული მაღალი ანგარიშვალდებულების გამოხატულება და არა უპასუხისმგებლო, დესტრუქციული ძალების დღის წესრიგის გაზიარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)