|
2015-01-23 13:28:49, 1095 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ კერძო პირებსა და კომპანიებს სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს სთავაზობს
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ კერძო პირებსა და კომპანიებს პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული სხვადასხვა ტიპის ტრენინგს სთავაზობს. უნიევერსიტეტის ტრეინინგების მომსახურებით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კერძო პირებს შესაძლებლობა აქვთ შეარჩიონ მათთვის სასურველი ტრენინგი ხანგრძლივობის, საგნის სიღრმისეულად ათვისების და კონკრეტული უნარების დახვეწის მიხედვით. კომპანიებს უნივერსიტეტი მათ საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგს შესთავაზებს. ამჟამად, „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“ გამოცხადებულია მიღება: პროექტის პრაქტიკული მართვის სასერტიფიკატო კურსზე (Project Management), ტრენერების ტრენინგზე (ToT) და ტრენინგზე საოპერაციო მართვაში. პროექტების პრაქტიკული მართვის სასერტიფიკატო კურსი, შემუშავებულია პროექტების მართვის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციის- „პროექტის მართვის ინსტიტუტის“ (Project Management Institute) მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით. მსმენელები დაეუფლებიან საერთაშორისო პრაქტიკას და რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით, შეისწავლიან ვადის/ბიუჯეტის დაგეგმვას, თანამშრომლობას სხვადასხვა მხარესთან, პროექტის მისადაგებას ბიზნესის ამოცანასთან. კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. ტრენერების ტრენინგი შემუშავებულია მათთვის, ვისაც სურს მიიღოს ტრენერის კვალიფიკაცია. ტრენერების ტრენინგის კურსის ფარგლებში, მსემენელი შეძლებს არსებული უნარების გაღრმავებას და ახალი უნარ-ჩვევების შეძენას. კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან სხვადასხვა ტიპის ტრენინგების და სემინარების ჩატარების მეთოდებს, შეიძენენ პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს და მიეცემათ საშუალება ჩაატარონ ტრენინგები აუდიტორიასთან. კურსის შედეგად, მსმენელები ჩამოყალიბდებიან პროფესიონალ ტრენერებად. საოპერაციო მართვის ტრენინგი, მსმენელს საშუალებას მისცემს შეისწავლოს საოპერაციო სისტემის აწყობა და ბიზნეს პროცესების უკეთესად მართვა. მსემენელი რეალური ქეისებისა და როლური თამაშების მეშვეობით, საკუთარ ბიზნესზე მორგებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ტრენერი დაეხმარება მსმენელს მისი კომპანიის ამოცანებზე მორგებული საოპერაციო სტრატეგიის შერჩევაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ასევე ტრენინგის შესარჩევად და დასარეგისტრირებლად, ეწვიეთ: www.bog.edu.ge
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)