06:26 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 10:39:27, 1385 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა გახსნა

საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა.

 სხდომა მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა გახსნა, რომელსაც  გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან საპროტესტო აქციით შეხვდნენ.

ასამბლეაში 25 ქვეყნის დელეგაციის 100-მდე წევრი მონაწილეობს.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო რიგით 26-ე გენერალური ასამბლეის სესია გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან ანტიქართული განწყობის მქონე რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტი გააპროტესტეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, გავრილოვი რუსეთის დუმის დეპუტატია და ის აფხაზეთის ომში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა. აქციაში 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეებმა შენობაში შესასვლელი კარის პიკეტირება მოახდინეს და ავტომობილებს მოძრაობის საშუალებას არ აძლევდნენ.  აქცია „რუსეთი ოკუპანტიას“ მიერ იყო ორგანიზებული.

 

 

ფოტო: "რუსთავი 2"

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics