03:03 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-11 13:43:23, 1214 ნახვა

პოლიტიკა
„ქვების სროლა დავიწყო?!“ - მარშანია დავით გარეჯის თემაზე, საზღვრის დამდგენი სამთავრობო კომისიის პარლამენტში მისვლას ითხოვს

„შიმშილობა დავიწყო თუ ქვების სროლა?!“ - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ადა მარშანია დავით გარეჯის საკითხზე  საზღვრის დამდგენი სამთავრობო კომისიის წარმომადგენლების პარლამენტში მისვლას ითხოვს.

„მე პარლამენტის წევრმა, კომიტეტის სხდომაზე, ოფიციალურად და არა კულვარულად, სამჯერ დავაყენე საკითხი, მოვიწვიოთ საზღვრის დამდგენი სამთავრობო კომისია და მოვუსმინოთ მათ, სამჯერ. პარლამენტის წევრი ამ საკითხს აყენებს, რა გავაკეთო მითხარით, შიმშილობა დავიწყო დარბაზში თუ ქვების სროლა დავიწყო. რა ფორმით მივმართო მე პარლამენტს, რომ ეს სასიცოცხლოდ საჭირო კომისია დავიბაროთ აქ“, - განაცხადა მარშანიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics