|
2019-06-05 12:05:15, 2153 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი: დელიმიტაციის განახლების საკითხი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის დღისწესრიგში მუდმივად დგას
„დელიმიტაციის საკითხი მუდმივად დგას საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობის დღისწესრიგში“, - ამი შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, დავით გარეჯის თემაზე სპეკულაციები ორივე ქვეყნისთვის დამაზიანებელია. „კიდევ ერთხელ მინდა, რომ საზოგადოებას მოვუწოდო, დავით გარეჯის თემა არის მართლაც მგრძნობიარე საკითხი და ამ საკითხებზე ზედმეტი სპეკულაციები მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელია და ამიტომ აუცილებელია, რომ კომისიას მიეცეს შესაძლებლობა ნორმალურ პირობებში გააგრძელოს მუშაობა. რაც შეეხება საკითხს, ეს თემა, დელიმიტაციის საკითხი მუდმივად დგას საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობის დღისწესრიგში, მნიშვნელობა არ აქვს რომელი თანამდებობის პირის ვიზიტი ხორციელდება აზერბაიჯანში ან რომელი თანამდებობის პირთან გვაქვს ჩვენ ურთიერთობა. როდესაც გავდივართ ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს, იქ არის მთელი ჩამონათვალი და ბუნებრივია, დელიმიტაციის კომისიის მუშაობის განახლების საკითხი არის ურთიერთობის დღისწესრიგის მნიშვნელოვანი მიმართულება“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)