23:46 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 15:17:06, 961 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე ოპოზიციას: თავად მონაწილეობდით საპენსიო ფონდის წევრების შერჩევაში და ახლა კითხულობთ ვინ განკარგავს ამ თანხებს?!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოპონენტების კითხვას, ვინ არიან საპენსიო ფონდის წევრები, რომლებიც მოსახლეობის თანხებს განკარგავენ, იაფფასიან პოპულიზამად აფასებს.

მთავრობის მეთაურმა ოპოზიციას შეახსენა, რომ ამ ადამიანების შერჩევაში თავად მონაწილეობდნენ.

 „თქვენ თითონ მიიღეთ მონაწილეობა ამ ხალხის შერჩევაში და ახლა სვამთ ამ კითხვას? გვარებიც ჩამოგითვალეთ ვინ იქნებიან ისინი. მოვიწვიეთ ყველაზე გამოცდილი ადამიანები.  ახლა სვამთ ამ კითხვას?! პოლიტიკურ პოპულიზმსაც აქვს თავისი ზღვარი. ეკონომიკური პარამეტრები და პირდაპირი უცხოური ინვესიტიციები ახსენეთ შეკითხვებში. ციფრებს მაინც შეხედეთ და იქიდან მაინც ისაუბრეთ. 2017 წელი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის საუკეთესო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. 2018 წელი იყო საუკეთესო საერთო ინვესიტიცების ნაწილში და კითხვა რაში მდგომარეობს?  რასაც თქვენ აკეთებთ ეს არის იაფფასიანი პოპულიზმი და იცით რატომ? იმიტომ, რომ იცით, რაზეც საუბრობთ და ამიტომ ვუწოდებ ამ ყველაფერს იაფფასიან პოპულიზმს. საზოგადოება ამ ყველაფერს ძალიან კარგად აფასებს”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics