00:21 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 19:17:48, 1020 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე მაღალჩინოსნების დაკავებაზე: ჩვენი ხელისუფლების პირობებში თანამდებობა პრივილეგია არ არის

თანამდებობა ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის გარანტია ან პრივილეგია, - ამის შესახებ  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ბათუმში მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მთავრობა ითანამშრომლებს გამოძიებასთან და დაელოდება გამოძიების შედეგებს.

„რამდენიმე წლის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია რის რამდენიმე მოქმედი მაღალჩინოსანი. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ თანამდებობა ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის გარანტია ან პრივილეგია, ვერავინ ვერ ისარგებლებს ხელშეუხებლობით, თუმცა ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს ისე რომ საფრთხე არ შეექმნას მართლმსაჯულების აღსრულებას. ასევე მინდა განვმარტო, რომ ჩვენი ხელისუფლების შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან გრძელდება, ჩვენ ვიქნებით ყველასთან თანაბრად მომთხოვნი და კანონის წინაშე ყველა არის თანაბარი. ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ ვითანამშრომლებთ საგამოძიებო ორგანოებთან“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics