|
2015-06-30 15:51:10, 405 ნახვა
პოლიტიკა
ხათუნა სამნიძე: მთავრობის მეთაურის განცხადებები მერიის რეაგირებას ძალიან ცუდად ემთხვევა
„მთავრობის მეთაურის განცხადებები მერიის, ცენტრალური მთავრობის რეაგირებას ძალიან ცუდად ემთხვევა“, - ეს განცხადება საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წარმომადგენელმა ხათუნა სამნიძემ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 23 საკითხზე მსჯელობას იწყებენ. მეცხრე საკითხი თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭებაა. ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს უმრავლესობისა და უმცირესობის პოზიციები განსხვავებულია. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი დაერქვას, ვინაიდან სევდია უგრეხელიძის თქმით, იგი ასოცირდება საქართველოს უახლეს სახელმწიფოებრივ წინსვლასთან. მისივე თქმით, თუკი წინააღმდეგნი არიან, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ზვიად გამსახურდიას სახელი დაერქვას, მაშინ ნოე ჟორდანიას სახელი დაერქვას. უგრეხელიძის შეფასებით, ქვეყანაში შემოსული ტურისტი უნდა მიხვდეს, რომ საქართველოს შოთა რუსთაველის შემდეგაც ჰქონდა სახელმწიფოებრივი ისტორია. აქედან გამომდინარე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საერთაშორისო აერპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების საკითხს მხარს არ დაუჭერს. რაც შეეხება „გაერთიანებულ დემოკრატებს“, ისინი აცხადებენ, რომ არც მხარს უჭერენ და არც კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას. მათი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, რადგან მიიჩნევენ, რომ ასეთ თემებზე მხოლოდ საკრებულომ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)