|
2019-05-28 18:54:48, 1042 ნახვა
პოლიტიკა
მელია სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებაზე: უკრაინაში სამართლიანობა აღდგა, აღდგება საქართველოშიც
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას სამართლიანობის აღდგენას უწოდებს. მელია აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენა ისტორიული კანონზომიერებაა, რომელიც საქართველოშიც აუცილებლად მოხდება. "ყოველთვის ყველა სახელმწიფოში , ყველა პერიოდში აღმსდგარა და აღსდგება სამართლიანობა. გახსოვთ როგორ ჩამოერთვა ბატონ სააკაშვილს მოქალაქეობა, ფიზიკური ძალადობით იგი გააძევეს უკრაინიდან და დღეს დავინახეთ ის, რომ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა მას მოქალაქეობა დაუბრუნა, შესაბამისად, აღსდგა სამართლიანობა, როგორც აღსდგება სამართლიანობა საქართველოში. არავუს უნდა ჰქონდეს იმედი, ვგულისხმობ ივანიშვილს, რომ იგი პოროშენკოსგან განსხვავებულ ბედს გაიზიარებს, - 4-ჯერ უფრო მდიდარი ადამიანი, ბატონი პოროშენკო დაამარცხა ხალხმა უკრაინაში და ჯერ კიდევ შარშან პოროშენკოს ეს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოედგინა. ფაქტი სახეზეა - იგივე მოხდება საქართველოშიც. ყველა მიმართულებით ჩადენილი უსამართლობა იქნება აღდგენილი და ისტორიული კანონზომიერება ცხადყოფს, რომ ეს ასე მომხდარა. ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩადენილი სხვადასხვა უკანონოებიც ვერ იქნება შეუმჩნეველი ვერცერთი შემდგომი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა ნიკა მელიამ.
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)