22:06 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-28 14:23:53, 1050 ნახვა

პოლიტიკა
აკაკი ბობოხიძე: "ქართული ოცნება" სიძულვილს აღვივებს და ჯანსაღი საარჩევნო გარემოსთვის ადგილს არ ტოვებს

"ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ კონფლიქტის შემდეგ პარლამენტის სხდომა დატოვა. მან "ქართული ოცნება" შავგულიძის მისამართით სიძულვილის გავრცელებასა და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს დარღვევაში დაადანაშაულა.

"მე ვთვლი, რომ ჩვენ უბრალოდ პასუხი გავეცით იმ აღვირახსნილ შავ პროპაგანდას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შალვა შავგულიძის მიმართ წამოიწყო. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც, წესით, პოლიტიკურ სტანდარტს უნდა ამკვიდრებდნენ, რადგან მმართველი პარტიის წევრები არიან. ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ, რომ მმართველი პარტია ნორმალური საარჩევნო გარემოს შექმნის ნაცვლად აღვივებს სიძულვილს, ლაპარაკობს სიძულვილის ენით და ქმნის გარემოს, სადაც ნორმალური პოლიტიკური ურთიერთობისთვის ადგილი არ რჩება. ეს აზიანებს ქვეყანას და ამან შეიძლება ქვეყნისთვის ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics