22:06 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-28 13:21:27, 843 ნახვა

პოლიტიკა
ჭიათურის მაჟორიტარი: პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან იყო მცდელობა, რომ პროცესი გამხდარიყო უმართავი

 „სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან მცდელობა იყო, რომ პროცესი გამხდარიყო უმართავი, პოლიტიკურად ანგაჟირებული,- ამის შესახებ ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჭიათურაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

დეპუტატმა გაფიცულ მაღაროელებს გამოჩენილი მაღალი საზოგადოებრივი ცნობიერებისთვის მადლობა გადაუხადა.

„დასრულდა 11-დღიანი დაძაბული და ემოციური დღეები. მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია შეთანხმება კომპანია „ჯორჯიან მანგანეზსა“ და დასაქმებულებს შორის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ იყო გარკვეული მცდელობები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რომ პროცესი გამხდარიყო უმართავი, პოლიტიკურად ანგაჟირებული, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა ჩვენი მოქალაქეების დაპირისპირება. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გაფიცულ მაღაროელს იმისთვის, რომ გამოიჩინეს მაღალი საზოგადოებრივი ცნობიერება და არ დაუშვეს არც ერთი პროვოკაციური ქმედების განხორციელების შესაძლებლობა. ახლა მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს ანალიზი - თუ სად იყო დაშვებული შეცდომები, სად იყო იგნორირებული მაღაროელთა ინტერესები, რამაც პროცესი მიიყვანა უკიდურეს ფორმამდე- შიმშილობამდე. ვფიქრობ, დასაფიქრებელია ეს მოვლენა, რომ მომავალში მსგავსი პრობლემა აღარ განმეორდეს, რომ მშრომელ მაღაროელებს ჰქონდეთ უკეთესი შრომის პირობები, უსაფრთხო სამუშაო გარემო, უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი შრომის ანაზღაურება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ახალი სისხლის გადასხმაცშეიძლება იყოს ჩვენი ქალაქისთვის, რაც ხელს შეუწყობს მისი განვითარების დინამიურ პროცესს“, - განაცხადა მახათაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics