21:11 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-26 11:41:28, 901 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე სამუშაოები შეჩერდა

"მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები წარმოებდა აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქედს მიღმა, იქ, სადაც მანამდეც არსებობდა ბილიკები, რომ არ გაჩენილიყო კითხვები, რომელიც ახლა დასვით,  სამუშაოები შეჩერდა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ასეთია ბაქოში გამართული კომისიების სხდომის შედეგების მოკლე ფორმულირება.

„მსურ, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, როგორ წარიმართა კომისიების სხდომა ბაქოში. მისი მოკლე ფორმულირება არის შემდეგი -   მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაოები წარმოებდა აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქედს მიღმა, იქ, სადაც მანამდეც არსებობდა ბილიკები, რომ არ შექმნილიყო აღქმა და არ გაჩენილიყო ის კითხვები, რომელიც თქვენ ახლა დასვით, უნდა მომხდარიყო სამუშაოების შეჩერება და ეს ასეც მოხდა. რაც შეეხება დავით გარეჯთან დაკავშირებულ სიტუაციას, ამის შესახებ მოგვიანებით კიდევ გავაკეთებთ კომენტარს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics