|
2019-05-25 11:40:59, 1356 ნახვა
სამართალი
თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის და ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ყაჩაღობისთვის ბრალდებული ა.ა. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, ქურდობისთვის ნასამართლევმა ა.ა-მ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა უკანონოდ შეაღწიეს ქ.ახალციხეში მცხოვრებ გ.ფ-ს ბინაში, რომელსაც შეუკრეს ხელ-ფეხი, სცემეს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცეს 400 ლარი. სამართალდამცველებმა ა.ა. 2018 წლის 19 სექტემბერს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ", მე-3 ნაწილის „ა" და „ე" ქვეპუნქტებით, ასევე, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-3 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით წარედგინა (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით და ყაჩაღობა ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ა.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)