12:51 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-23 12:36:07, 1088 ნახვა

კომენტარი
მამუკა ბახტაძე - ე.წ. ნატურალური მეურნეობა სიღარიბის წყაროა, ფერმერმა პროდუქტი უნდა გაყიდოს

"მოსახლეობის 40%-ზე მეტი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, მაშინ, როდესაც ეს დარგი მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 9%- ს გენერირებს. ეს არის სიღარიბის წყარო", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრისას ისაუბრა.

მისი თქმით, ე.წ. ნატურალურ მეურნეობას საქართველოში მომავალი არ აქვს და ის სასოფლო სამეურნეო პროდუქტის რეალიზებამ უნდა შეცვალოს. 

"ყველა სხვა დარგთან შედარებით, თქვენ დარგს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აქვს, იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ იცით, მოსახლეობის 40%-ზე მეტი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, მაშინ, როდესაც ეს დარგი მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 9%- ს გენერირებს. ეს არის, ამავე დროს წყარო სიღარიბის, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევის.  მაგრამ, აქაც ჩემი პასუხი ყოველთვის ძალიან მარტივი იყო: ეს არ არის იმის თქმის საფუძველი, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას მომავალი არ აქვს. საქართველოში არ აქვს მომავალი სოფლის მეურნეობის იმ ფილოსოფიას, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო -  როდესაც ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას,  რომლებიც სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებულები, როდესაც მას მოჰყავს პროდუქცია, ის მოიხმარს მას პირადი მოხმარებისთვის, ვსაუბრობ ე.წ. ნატურალურ მეურნეობაზე. ბუნებრივია, ასეთი ტიპის სოფლის მეურნეობას არ აქვს პერსპექტივა, უფრო მეტიც - ეს მხოლოდ გააღვივებს იმ პრობლემას, რასაც სიღარიბესთან ბრძოლა ქვია. მაგრამ, სოფლის მეურნეობის იმ ფილოსოფიას, რომელიც გულისხმობს, რომ ფერმერებმა შექმნან პროდუქცია, მოახდინონ მისი რეალიზაცია ბაზარზე, მიიღონ შემოსავალი და ეს შემოსავალი შემდეგ თვითონვე მოიხმარონ ისე, როგორც მათ აწყობთ, აქ არის სწორედ წარმატების ფორმულა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics