|
2019-05-23 11:27:42, 1032 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ჯონ ბოლტონს შეხვდა
ლევან იზორია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ჯონ ბოლტონს შეხვდა. შეხვედრა აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის გამოსაშვებ საზეიმო ღონისძიებაზე შედგა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო. კონექტიკუტის შტატში მდებარე აშშ-ის უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი ქართველმა კადეტებმა - კონსტანტინე ყიფიანმა და ალექსანდრე წერეთელმა დაამთავრეს. კურსის გამოშვების ცერემონიალზე ქართველ კადეტებს დიპლომები ჯონ ბოლტონმა და ლევან იზორიამ გადასცეს. „მქონდა პატივი, უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ჯონ ბოლტონთან ერთად მიმელოცა კადეტებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული სამხედრო სასწავლებლის წარმატებით დასრულება. განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ მათ შორის ორი ქართველია და ისინი მომავალში აქ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას მოახმარენ“, - განაცხადა ლევან იზორიამ. კადეტები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2015 წელს ჩაირიცხნენ. შესარჩევი კონკურსის წარმატებით გავლის საფუძველზე იუნკრებმა სწავლა აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის საბაკალავრო პროგრამაზე განაგრძეს. სამხედრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ მათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭებათ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, კადეტები სპეციალიზაციის კურსს გაივლიან და თავდაცვის ძალებში ოცმეთაურის თანამდებობაზე დაინიშნებიან. საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე ქართული დელეგაციის წევრებმა პატივი მიაგეს 2015 წელს ავტოავარიაში ტრაგიკულად დაღუპული სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის ხსოვნას, რომლებიც ამავე აკადემიაში სწავლობდნენ. ლევან იზორიამ სასწავლებლის ტერიტორიაზე მდებარე ქართველი კადეტების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
(NS)
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)