|
2019-05-22 11:39:35, 1239 ნახვა
სამართალი
ნათია მეზვრიშვილი გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე–პრეზიდენტს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე–პრეზიდენტს, ანდრეა შუმახერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული მიგრაციული ტენდენციები და საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ამ მხრივ მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული კონკრეტული ღონისძიებების მნიშვნელობა. მინისტრის მოადგილე მიესალმა გერმანიის მიერ მიგრაციის მეკავშირე ოფიცრის მოვლენას საქართველოში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო გერმანიასთან წარმატებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობას და საქართველოს მიერ რეადმისიის შეთანხმების ეფექტიან განხორციელებას. მხარეებმა, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმატებული მუშაობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე. ანდრეა შუმახერმა ხაზი გაუსვა გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების კუთხით არსებულ მდგომარეობას. ვიცე-პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება და ევროკავშირის/შენგენის წევრი 13 ქვეყნის მსგავსად გერმანიაც აღიარებს საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი ღონისძიებების საკითხები განიხილეს.
(NS)
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)