14:23 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-29 16:57:04, 482 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს ყველას მხარდაჭერა ექნება

„დარწმუნებული ვარ ისეთ კანონს მივიღებთ, რომელსაც ექნება ყველას მხარდაჭერა და გაგება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პირველ მოსმენაზე, პროექტთან დაკავშრებით, შენიშვნები გათვალისწინებული იქნა, მეორე მოსმენამდე კი, ყველა დაინტერესებულ პირთან კონსულტაციები გაიმართება.

„პირველი მოსმენით მიღებული ტექსტი მნიშვნელოვნად განსხვავებულია იმისგან, რაც თავდაპირველად იყო ინიცირებული. სწორედ განხილვის პროცესში მოხდა ბევრი რეკომენდაციის გათვალისწინება, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების. წერილში გამოთქმული მოსაზრებების დიდი ნაწილი პირველი მოსმენის დროს გათვალისწინებულია. მეორე მოსმენამდე გვექნება აქტიური კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ პირთან. მინდა ყველას ძალიან მყარი გარანტია მივცეთ იმისა, რომ პარლამენტი არც ამ და არც სხვა კანონს არ მიიღებს ისე, რომ გათვალისწინებული და გააზრებული არ იყოს ყველა დასაბუთებული შენიშვნა და მოსაზრება. ამ სფეროში ცხადია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოსაზრებები არის ძალიან მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, მივიღებთ ისეთ კანონს, რომელსაც ექნება ყველას მხარდაჭერა და გაგება“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ინიციატივა,  ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს. აღნიშნულ პროექტი  პარლამენტმა პირველი მოსმენით, 78-ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო.

ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე არიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics