|
2019-05-19 13:27:55, 1303 ნახვა
პოლიტიკა
„ოცნება“ ენმ-ის „დესტრუქციული გეგმის“ შესახებ ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს
„ქართული ოცნება“ ფარულ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, სადაც პარტიის ცნობით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები „დესტრუქციული გეგმის“ შესახებ საუბრობენ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჩანაწერში სავარაუდოდ სანდრა რულოვსის და მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები, ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე ფიგურირებენ. „როგორც ჩანს, მიუხედავად პოლარიზაციისა „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბშიც არიან ადამიანები, რომლისთვისაც მიუღებელია დაპირისპირება და დესტაბილიზაცია. სწორედ ამ ადამიანებმა გამოიტანეს ინფორმაცია დესტრუქციული გეგმის შესახებ და ჩვენს შტაბს მოაწოდეს „ნაცმოძრაობის“ სხდომაზე მათ მიერვე გაკეთებული აუდიო ჩანაწერი, რომლის მონაწილენი სანდრა რულოვსის და მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები, სავარაუდოდ ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ თუ როგორ უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა, მიუხედავად იმისა მოიგებენ თუ წააგებენ არჩევნებს. ბუნებრივია ეს აუდიო ჩანაწერი ჩვენ უკვე გადავეცით შესაბამის ორგანოებს და ვითხოვეთ შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)