|
2019-05-19 10:31:09, 1093 ნახვა
პოლიტიკა
გეგა შენგელია: დარწმუნებული ვართ, რომ ამ ორთაბრძოლაში გავიმარჯვებთ
დარწმუნებული ვართ, რომ ამ ორთაბრძოლაში გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გეგა შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, იმედი აქვს პირველივე ტურში დასრულდება არჩევნები. „ზუგდიდელებს და სრულიად საქართველოს ვუსურვებ, რომ დღეს იყოს მშვიდობიანი დღე და ეს იქნება მშვიდობიანი არჩევნები, ჩვენი მოქალაქეები მშვიდობიან გარემოში მისცემენ ხმას და დააფიქსირებენ არჩევანს. მე ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას და უკეთეს მომავალს, უფრო კეთილმოწყობილ ზუგდიდს და გაგრძელებას იმ პროექტებისა, რომელიც დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდელები ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ. განწყობა არის ბრწყინვალე. ჩვენი ხალხის განწყობიდან გამომდინარე, ჩვენ, დარწმუნებული ვართ, რომ ამ ორთაბრძოლაში გავიმარჯვებთ. ყველა კანონდარღვევასთან დაკავშირებით, იქნება შესაბამისი რეაგირება შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან. ყველა ფაქტი აღმოფხვრილი იქნება, რომელი მხარის მიერაც არ უნდა იყოს ჩადენილი, ამაზე განცხადება უკვე გააკეთა შსს-მ“, - განაცხადა გეგა შენგელიამ.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)